მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დატბორილი კაფე-ბარები, წაღებული ავტობომილები - წყალდიდობა ინდონეზიაში

წყალდიდობა ინდონეზიაში

ინდონეზიაში მომხდარი ძლიერი წყალდიდობის დროს 4 ათასამდე სახლია დატბორილი, საშიში ზონიდან 10 ათასამდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ devex.com იუწყება. 

ვრცელდება ინფორმაცია 5 დაღუპულის შესახებ. წყალმა 89 სოფელი გაანადგურა. დაზარალებულ რაიონებში სურსათის და სხვა აუცილებელი ნივთების ჩატანის ოპერაცია მიმდინარეობს.

წყალდიდობა ძლიერმა წვიმებმა გამოიწვია. მეტეოროლოგების პროგნოზის მიხედვით, მათი პიკი 2021 წლის იანვარ-თებერვალშია მოსალოდნელი. ექსპერტების შეფასებით, 2020 წელი აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე უხვნალექიანი აღმოჩნდა, რასაც ადამიანების დაღუპვა, სტიქიის ზონიდან მოსახლეობის გადასახლება და ეკონომიკური პრობლემები მოჰყვა.