მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დონბასში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ამოქმედდა

ომი უკრაინაში

რუსეთისა და უკრაინის პირველი პირები დონბასის ტერიტორიაზე ცეცხლის შეწყვეტისთვის დამატებითი ზომების შემოღების აუცილებლობაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული გამოცემა Unian ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ამოქმედებამდე სატელეფონო საუბარი გაიმართა ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმირ პუტინს შორის.

აღნიშნული შეთანხმება უკრაინის დროით ძალაში შევიდა 27 ივლისს 00:01 საათზე.

გამოცემა წერს, რომ ზელენსკიმ პუტინთან საუბარში ხაზგასმით ისაუბრა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკრაინელი მოქალაქეების გათავისუფლების საკითხზეც.

ცნობისთვის, აღმოსავლეთ უკრაინაში ომი 2014 წლის 6 აპრილს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში, ადგილობრივ ხელისუფლებასა და რუსეთის მომხრე აჯანყებულებს შორის დაიწყო. ომს წინ უძღოდა 2014 წლის უკრაინის რევოლუცია და ევრომაიდანის მოძრაობა, რომელმაც დაასრულა პრორუსი ვიქტორ იანუკოვიჩის მმართველობა. საპასუხოდ, რუსმა აქტივისტებმა დაიკავეს ადმინისტრაციული შენობები და აეროპორტები ყირიმის ნახევარკუნძულზე, სადაც მოსახლეობის უმრავლესობას რუსები შეადგენენ. მარტში ჩატარებული რეფერენდუმის საფუძველზე რუსეთის ფედერაციამ ყირიმის ანექსია მოახდინა.