მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დუბაის და თელ-ავივს შორის პირველი რეგულარული ავიარეისი შესრულდა

პირდაპირი ავიარეისები საამიროებს და ისრაელს შორის

პირველი რეგულარული ავიარეისი შესრულდა არაბეთის გაერთიანებული საამიროების ქალაქ დუბაის და ისრაელის ქალაქ თელ-ავივს შორის. ამის შესახებ „ანადოლუ“ იუწყება. 

ავიარეისი კომპანია FlyDubai-მ შეასრულა. რეისები კვირაში ორჯერ შესრულდება. ისრაელის მედიის ინფორმაციით, ბენ-გურიონის აეროპორტში გამართულ ცერემონიაში ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბინიამინ ნეთანიაჰუმ მიიღო მონაწილეობა.

მომავალი თვიდან ავიარეისებს ისრაელიდან არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ებრაული კომპანიები El Al და Israir შეასრულებენ.

2021 წლის მარტიდან საამიროებიდან ისრაელში რეისებს ავიაკომპანია Emirates Etihad Airways-იც შეასრულებს.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის სექტემბერში ისრაელმა და არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. მხარეებმა ასევე გააფორმეს შეთანხმებები ვაჭრობის, მეცნიერების, ტექნოლოგიების და საინვესტიციო სფეროებში.

მოგვიანებით ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობები ბაჰრეინმაც აღადგინა.