მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ძლიერი წყალდიდობა ტაილანდში, არიან დაღუპულები

წყალდიდობა ტაილანდში

ტაილანდში მომხდარი ძლიერი წყალდიდობის შედეგად 24 ადამიანი დაიღუპა. განსაკუთრებით ქვეყნის სამხრეთი დაზარალდა. ამის შესახებ „ანადოლუ“ იუწყება.  

წყალდიდობა ძლიერმა წვიმებმა გამოიწვია, რომლებიც ნოემბრის ბოლოდან გრძელდება. 555 000 სახლი დატბორილია. წყალმა დატბორა მიწები, რომელსაც მოსახლეობა სოფლის მეურნეობისთვის იყენებდა.

სინოპტიკოსების პროგნოზის მიხედვით, კვირის ბოლომდე ტაილანდში კვლავ უხვი ნალექია მოსალოდნელი.