მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეგვიპტემ და ყატარმა დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინეს

ეგვიპტე და ყატარი შერიგდნენ

ეგვიპტემ და ყატარმა დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის გადაწყვეტილება მიიღეს. ამის შესახებ  Reuters-ს ეგვიპტის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცნობეს. 

კაირომ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც იანვრის დასაწყისში საუდის არაბეთმა, გაერთიანებულმა საამიროებმა, ბაჰრეინმა და ეგვიპტემ ყატარის ბოიკოტის მოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს. ამ ქვეყნებმა ყატართან დიპლომატიური ურთიერთობები 2017 წელს გაწყვიტეს, რადგანაც ეს ქვეყანა ტერორიზმის მხარდაჭერაში დაადანაშაულეს.

ამ გადაწყვეტილების მიხედვით, ეგვიპტე ყატართან ავიამიმოსვლასაც აღადგენს.

ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები მას შემდეგ გამწვავდა, რაც ეგვიპტემ ყატარი დაადანაშაულა იმაში, რომ მის ტერიტორიაზე ექსტრემისტული დაჯგუფების, „ძმები მუსულმანების“ წევრები იმალებოდნენ. კაიროს ასევე ჰქონდა ინფორმაცია, რომ ამ დაჯგუფების ზოგიერთი წევრი თურქეთს აფარებს თავს.

თავის, მხრივ, ყატარი დაჰპირდა ეგვიპტეს, რომ მისი ცნობილი ტელეკომპანიის. „ალ-ჯაზირას“ პოლიტიკა კაიროსთან მიმართებაში უკეთესობისკენ შეიცვლება.