მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ემანუელ მაკრონი დანგრეულ ბეირუთში ჩავიდა

 პრეზიდენტი 2020

აფეთქებიდან მესამე დღეს ბეირუთში საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ჩავიდა. ამის შესახებ arabnews იუწყება.

საფრანგეთის ლიდერი ბეირუთის პორტის მონახულების ლიბანის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შეხვდება. შეხვედრის მთავარი თემა ლიბანში პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმა იქნება, რომელიც ქვეყანას კრიზისიდან გამოსვლაში უნდა დაეხმაროს.

„პრეზიდენტს სურს იმის დემონსტრირება, რომ საფრანგეთს ახსოვს თავისი როლი, რომ მას სწამს ლიბანის”, - ნათქვამია საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

ამასთანავე, ორი ქვეყნის ლიდერები ლიბანელი ხალხის დახმარებისა და ქვეყნის განვითარების გზებს განიხილავენ.

მანამდე ბეირუთში 2 თვითმფრინავი ჩაფრინდა, რომლითაც საფრანგეთმა ლიბანს 53 მეხანძრე-მაშველი და 25 ტ სამედიცინო საშუალებების ტვირთი გაუგზავნა.

ბეირუთის პორტში ძლიერი აფეთქება 4 აგვისტოს მოხდა. პორტის საწყობში 2 750 ტ ამონიუმის ნიტრატი აფეთქდა, რომელიც ადგილზე 6 წლის განმავლობაში ინახებოდა.

შემთხვევის შედეგად 130-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 500-მდე დაშავდა. პორტმა ფუნქციონირება შეწყვიტა. ქალაქის ასეულობით ათასი მაცხოვრებელი უსახლკაროდ დარჩა.

ლიბანში ორკვირიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

განახლებული ინფორმაციით, ბეირუთში აფეთქების შედეგად ზარალი 10-15 მლრდ დოლარს შეადგენს.