მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ერაყში „ბოევიკი“ გაანადგურეს, რომელმაც ბაღდადის ბაზარში ტერაქტი მოაწყო

ერაყში

საერთაშორისო კოალიციის საჰაერო ძალების იერიშის შედეგად „ბოევიკი“ გაანადგურეს, რომელმაც 21 იანვარს ბაღდადის ბაზარში ტერაქტი მოაწყო. ამის შესახებ „ტვიტერში“ ერაყის პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელმა სამხედრო საკითხებში ახია რასულმა დაწერა. 

მისი ინფორმაციით, ავიაიერიში აბუ-გრეიბის რაიონში, ბაღდადიდან დასავლეთით განხორციელდა. ლიკვიდირებულია ტერორისტი ჯაბარ ალი ფაიადი, რომელიც სამხრეთ ერაყში ტერორისტების მომზადებას ხელმძღვანელობდა.

გარდა ამისა, მოკლულია ტერორისტი, რომელმაც აფეთქების ადგილზე ორი თვითმკვლელი მიიყვანა.

ტერაქტი ერაყის ბაზარში 21 იანვარს მოხდა. ორი აფეთქების შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა. ეს ყველაზე მასშტაბური ტერაქტი იყო ერაყში ბოლო წლების განმავლობაში. ერაყის ხელისუფლება ეჭვობს, რომ „ბოევიკები“ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ არიან დაკავშირებულები.

ასევე დაგაინტერესებთ:

🏮 ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი მოკლეს

🏮 აშშ-მა, შესაძლოა, ავღანეთსა და ერაყში შეიარაღებული ძალების რაოდენობა კვლავ გაზარდოს