მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს

ერაყში

ერაყის უსაფრთხოების ძალებმა ბაღდადში „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს. ამის შესახებ ტელეკომპანია „ალ-არაბია“ იუწყება.

ტერორისტის დასაკავებლად ძალოვანმა უწყებებმა ჩასაფრება მოაწყვეს. ძალოვანების ინფორმაციით, ისლამისტი ტერაქტების სერიას გეგმავდა.

ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ ერაყში ოფიციალურად 2017 წელს იყო განადგურებული. თუმცა ერთეული ტერორისტების და ჯგუფების დაკავება ამ დრომდე გრძელდება.