მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ერდოღანი: აია-სოფია ყველა რელიგიის წარმომადგენლისთვის ღია იქნება

თურქეთის პრეზიდენტი 2020

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, მეჩეთად გადაკეთების მიუხედავად, აია-სოფიას კარი ყველა რელიგიის აღმსარებლისთვის კვლავ ღია იქნება. მის განცხადებას ადგილობრივი მედია ვარცელებს.

მან მოუწოდა ყველას პატივი სცენ თურქეთის სასამართლო და აღმასრულებელი ხელისუფლების გადაწყვეტილებას.

„აია-სოფია თურქეთის იურისდიქციის ქვეშაა. მოვუწოდებ ყველას, პატივი სცენ თურქეთის სასამართლო და აღმასრულებელი ორგანოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს. ჩვენ ვიღებთ სხვადასხვა ქვეყნების მოსაზრებებს ამ საკითხთან დაკავშირებით, მათ გარდა, ვინც ჩვენი სუვერენიტეტის დარღვევას ისახავს მიზნად“, - აღნიშნა ერდოღანმა.

მისი განცხადებით, ხელისუფლებამ აია-სოფიას მონახულების საფასური გააუქმა.

„მოსამზადებელი ღონისძიებების შემდეგ, მეჩეთში მსახურების ჩატარებას 24 ივლისს ვგეგმავთ. მუზეუმის სტატუსის შეცვლასთან ერთად, გაუქმებულია აია-სოფიაში შესვლის საფასური. აია-სოფიას კარი ღია დარჩება ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის, მუსულმანებისთვის, ტურისტებისთვისა და ყველა რელიგიის წარმომადგენლისთვის“, - განაცხდა თურქეთის ლიდერმა.

თურქეთის სახელმწიფო საბჭომ გააუქმა 1934 წლის 24 ნოემბრის მთავრობის გადაწყვეტილება აია-სოფიასთვის მუზეუმის სტატუსის მინიჭების შესახებ. შესაბამის ბრძანებას ხელი პრეზიდენტმა ერდოღანმა მოაწერა. სტატუსის შეცვლით, ნაგებობის ისტორიის კიდევ ერთი, 85-წლიანი მონაკვეთი დასრულდა.