მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ერევანში აქციის მონაწილეებმა ფაშინიანის და მისი მეუღლის დახვრეტის ინსცენირება მოაწყვეს (ვიდეო)

ფაშინიანის დახვრეტის ინსცენირება

ერევანში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პრემიერ-მინისტრის ნიკო ფაშინიანის და მისი მეუღლის დახვრეტის ინსცენირება მოახდინეს. ამის შესახებ  unian.net იუწყება. 

ვიდეოზე ჩანს ავტომატებით შეიარაღებული ორი პირი, რომლებიც თვალებახვეულ კაცს და ქალს უმიზნებენ. ქალი და კაცი პრემიერ-მინისტრს ფაშინიანს და მის ცოლს თამაშობენ. შემდეგ ისმის სროლის ხმა და მსახიობები მიწაზე ეცემიან. შეკრებილები კი ტაშს უკრავენ.

მომხდარს უკვე გამოეხმაურა სომხეთის სახალხო დამცველი არმენ ტატოიანი და სიკვდილით დასჯის ინსცენირება კატეგორიულად დაგმო. ტატოიანის განცხადებით, მსგავსი პერფორმანსების მოწყობა, თანაც პირდაპირ ეთერში არის ყოვლად დაუშვებელი.

იხილეთ აგრეთვე:

🔴 ერდოღანმა სომხეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა დაგმო

🔴 ალიევი სომხეთში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა