მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ესპანეთის საზღვრის დაცვის პოლიციამ 41 მიგრანტი დააკავა

მიგრანტები

ესპანეთის საზღვრის დაცვის პოლიციამ საზღვრის გადაკვეთის დროს 41 მიგრანტი დააკავა.

ისინი ქვეყანაში აფრიკის კონტინენტიდან შევიდნენ. მიგრანტების ნაწილი შუშის ბოთლების გადამზიდ სატვირთოში იმალებოდა, ნაწილი კი ტოქსიკური ფერფლის ქვეშ ტომარაში იყო დამალული.

ერთ-ერთი მიგრანტის მდგომარეობა, რომელმაც თავმოკრულ ტომარაში რამდენიმე საათი გაატარა მძიმეა.

მიგრანტები ესპანეთის ქალაქ მელილაში იპოვეს.

ესპანეთში შესვლას ისინი მაროკოდან ცდილობდნენ.

მელილას პორტი არის ადგილი, სადაც სატვირთო მანქანები და კონტეინერები იწყებენ ესპანეთში გადაადგილებას, რომელსაც შეიძლება შვიდი საათი დასჭირდეს, მიგრანტები ასეთ ხერხს ხშირად მიმართავენ.

სამოქალაქო გვარდიის განცხადებით, მან გასულ წელს 11,700 ადამიანი იპოვა მელილას პორტის უსაფრთხოების პერიმეტრზე და რომ 2021 წელს ამ მაჩვენებელმა მიაღწია 1,781 მიგრანტს.