მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ესპანეთში პლაჟები დახურეს და ტურისტები დასაჯეს

იბიცას პლაჟი

ესპანეთში, მაიორკასა და იბიცას პლაჟები დაიხურა, იუწყება The Sun. ეს გადაწყვეტილება ადგილობრივმა ხელისუფლებამ იმის გამო მიიღო, რომ დამსვენებლები სოციალურ დისტანციას არ იცავდენენ.

დასვენება აიკრძალა მაიორკას ოთხ და იბიცას ორ პლაჟზე. დისტანციის დარღვევის გამო, ჯარიმის დაკისრებით, დაისაჯა დიდი ბრიტანეთიდან ჩასული ტურისტების ჯგუფი, რომლებიც "დრამის ფესტივალის" წვეულებაზე იმყოფებოდნენ. ხელისუფლების განცხადებით, თუ მსგავსი ფაქტი კიდევ განმეორდება, ბრიტანელებს შესაძლოა ესპანეთში შესვლა აეკრძალოთ.

სოციალური დისტანციის დარღვევის ფაქტის გამო, პოლიცია ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა გამოიძახეს. ამჟამად დახურულ ტერიტორიას სამართალდამცველები აკონტროლებენ.