მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ევრო რეკორდულად გამყარდა

ევრო გამყარდა

ევრო დოლართან მიმართებაში ორი წლის განმავლობაში რეკორდულად გამყარდა.  Reuters-ის ინფორმაციით, ამის მიზეზად ევროკავშირსა და ბრიტანეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებაში პროგრესი სახელდება.

პირველად 2018 წლის აპრილის შემდეგ ერთი ევროს ფასმა 1,22 დოლარი შეადგინა.

ევროს კურსის ზრდა იმ დადებითმა მოლოდინმაც გამოიწვია, რომლის მიხედვით, გერმანიის, საფრანგეთის და ევროკავშირის სხვა წევრების ეკონომიკა საკმაოდ მალე უნდა აღდგეს პანდემიით გამოწვეული კრიზისის შემდეგ.

ევროს კურსი 13%-ით მას შემდეგ გაიზარდა, რაც ევროკავშირმა ეკონომიკის აღდგენის ფონდის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო.

აშშ დოლარის კურსი სხვა ვალუტებთან შედარებით პრაქტიკულად არ შეცვლილა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ სწორედ ევროს გამყარებაზეა საუბარი და არა დოლარის გაუფასურებაზე ევროს მიმართ.

იხილეთ აგრეთვე:

🔆 ლარი დოლართან გამყარდა

🔆 ევრო 4 ლარი გახდა - ვალუტის კურსი