მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ევროკავშირი - ლუკაშენკოს ინაუგურაცია ბელარუსში პოლიტიკურ კრიზისს გააღრმავებს

ლუკაშენკოს ინაუგურაციის შეფასება

ევროკავშირის მაღალიჩინოსნების აზრით, ალექსანდრე ლუკაშენკოს ინაუგურაცია ბელარუსში პოლიტიკურ კრიზისს გააღრმავებს. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

ბორელის განცხადებით, ლუკაშენკოს საიდუმლო ინაუგურაცია ბელარუსის მოსახლეობის უდიდესი ნაწილის სურვილს ეწინააღმდეგება. იმის გამო, რომ არც ინაუგურაციას და არც არჩევნებს საკმარისი ლეგიტიმურობა არა აქვს, ბრიუსელი მინსკთან ურთიერთობებს გადახედავს - აცხადებენ ევროკავშირში.

ცნობისთვის, ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები 9 აგვისტოს ჩატარდა. მას შემდეგ ქვეყანაში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ალექსანდრე ლუკაშენკოს საიდუმლო ინაუგურაცია 23 სექტემბერს გაიმართა.