მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ევროკავშირი რუსეთისგან ნავალნის მოწამვლის გამჭვირვალე გამოძიებას ითხოვს

გამოცემა „atlantico“ აქვეყნებს სტატიას სახელწოდებით „ევროკავშირი ორმაგი სტანდარტების წინააღმდეგ“.

ევროკავშირი რუსეთის ფედერაციისგან რუსი ოპოზიციონერის, კრემლის ლიდერის ერთ-ერთი მთავარი ოპონენტის ალექსეი ნავალის მოწამვლასთან დაკავშირებით გამჭვირვალე და დამოუკიდებელ გამოძიებას ითხოვს. ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

ევროკავშირში მომხდარს ოპოზიციონერის მკვლელობის მცდელობად აფასებენ. ამასთან, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა რუსეთს მოუწოდა მომხდარი დაუყოვნებლივ გამოიძიოს.

ინფორმაციისთვის, 20 აგვისტოს დილით ტომსკი-მოსკოვის ავიარეისზე რუსეთში კორუფციასთან მებრძოლმა და პუტინის პოლიტიკის კრიტიკოსმა ალექსეი ნავალნიმ ბორტზე თავი შეუძლოდ იგრძნო. ნავალნის მდგომარეობიდან გამომდინარე ლაინერი საგანგებოდ დაეშვა ომსკის აეროპორტში.

ნავალნის ბერლინის საუნივერსიტეტო საავადმყოფო Charité-ში მკურნალობენ.