მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გაერო: იემენში ადამიანები შიმშილობენ

შიმშილი იემენში

იემენში მილიონობით ადამიანი შიმშილობს. ამის შესახებ გაეროს მიერ გავრცელებულ დასკვნაშია აღნიშნული. ინფორმაციას Aljazeera ავრცელებს.

„ჩვენ მასშტაბური კატასტროფის წინაშე ვდგავართ“ - განაცხადა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სასურსათო პროგრამის აღმასრულებელმა დირექტორმა დევიდ ბიზლიმ.

ამ ორგანიზაციის შეფასებით, სახეზეა ყველაზე მძიმე ჰუმანიტარული კრიზისი მსოფლიოში, როდესაც 30-მილიონიანი ქვეყნის მოსახლეობის 80%-ს დახმარება სჭირდება.

იემენში უკვე რამდენიმე წელია სამოქალაქო ომი მიმდინარეობს. ქვეყანა ფაქტობრივად ორად არის გახელიჩილი. 2015 წლიდან საბრძოლო მოქმედებების შედეგად 100 ათასამდე ადამიანი დაიღუპა.

გაეროს წარმომადგენლები ცდილობენ, რომ დაპირისპირებულ მხარეებს შორის დიალოგი აღადგინონ.

მიმდინარე წელს იემენში ჰუმანიტარული ოპერაციებისთვის 1,5 მლრდ დოლარია გამოყოფილი, მაშინ როდესაც 2019 წელს ეს თანხა ორჯერ მეტს - 3 მლრდ დოლარს შეადგენდა.