მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გერმანიაში დაწესებული შეზღუდვების საწინააღმდეგო აქცია გაიმართა

გერმანიის დროშა

გერმანიაში კორონავისრუსის გამო დაწესებული შეზღუდვების საწინააღმდეგო აქცია გაიმართა სადაც ათასობით მოქალაქე მივიდა. დემონსტრაცია გერმანიის სამხრეთით, ბოდენის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.

პოლიციის ცნობით, აქციაზე 10 500-11 000- მდე ადამიანი იმყოფებოდა.

„ჯერჯერობით სიტუაცია მშვიდია”, - აღნიშნავს პოლიციის სპიკერი.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ დააწესა შეზღუდვები, როგორიცაა სოციალური დისტანცირების დაცვა, შემდგომი ინფექციების თავიდან ასაცილებლად. მათ ასევე აკრძალეს გერმანიის საიმპერატორო რეიხსფლაგის გამოყენება, სიმბოლო, რომელიც ნეონაცისტებმა და სხვა მემარჯვენე ჯგუფებმა გამოიყენეს, როგორც აკრძალული სვასტიკის დროშის ალტერნატივა.

ცნობისთვის, გერმანიაში კორონავირუსის 300 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილია 9 500-ზე მეტი ადამიანი.