მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გერმანიაში მაღაზიების ნაწილი იხსნება

კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემდეგ გერმანიაში რამდენიმე მაღაზია იხსნება

20 აპრილიდან გერმანიამ კორონავირუსთან დაკავშირებით მიღებული შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყო. ქვეყანაში მაღაზიებისა და საწარმოების ხელმძღვანელებს მუშაობის განახლებისკენ მოუწოდებენ, რადგან მთავრობა სიტუაციის ნორმალიზებისთვის გარკვეულ ნაბიჯებს დგამს. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური სააგენტო CNN-ი ავრცელებს.

800 კვ.მ-მდე ფართის მაღაზიებს მუშაობის განახლება შეუძლიათ, თუკი ტერიტორიაზე ჰიგიენურ ნორმებსა და სოციალური დისტანციის წესებს დაიცავენ. ხოლო წიგნის მაღაზიებს, ავტო-სერვისის დაწესებულებებსა და ასევე, ველოსიპედების მაღაზიებს შეუძლიათ მუშაობა დაიწყონ, მიუხედავად მათი ტერიტორიის მასშტაბურობისა.

გერმანიის ხელისუფლების წარმომადგენლებმა გასულ კვირას განაცხადეს, რომ ქვეყანაში ვირუსს „მართავენ“. მაღაზიების გახსნის გადაწყვეტილება სწორედ ამ განცხადებას უკავშირდება.

რობერ კოხის უნიერსიტეტის მონაცემების თანახმად, გერმანიაში კოვიფინფიცირებულთა რაოდენობა იკლებს, თუმცა გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსს 110 ადამიანი ემსხვერპლა. ხოლო Covid-19-ის 1775 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

გერმანიაში კორონავირუსის გამოვლენიდან დღემდე დაფიქსირებულია ინფექციის 141 672 შემთხვევა და 4404 ლეტალური ფაქტი.