მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გერმანიაში სრულად ვაქცინირებულებისთვის შეზღუდვები მოიხსნა

გერმანია

დღეიდან გერმანიაში შეზღუდვების ნაწილი გაუქმდა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სრულად აიცრნენ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით. შეზღუდვები ასევე გაუქმდა მათთვისაც, რომლებმაც უახლოეს წარსულში კორონავირუსი გადაიტანეს. ამის შესახებ Deutsche Welle იუწყება.

კერძოდ ამ ადამიანებს შეუძლიათ შეხვდნენ სხვა ადამიანებს, მათთვის არ მოქმედებს „კომენდანტის საათის“ და სხვადასხვა შეზღუდვები. მათ აღარ მოუწევთ კარანტინის გავლა უცხოეთში გამგზავრებამდე.

ვაქცინის ორივე დოზით აცრილებს აღარ ექნებათ ვალდებულება, წარადგინონ უარყოფითი პასუხის მქონე ტესტები კორონავირუსზე მაღაზიებისა და სილამაზის სალონებში ვიზიტისას. თუმცა, ამ პირებს ისევ ექნებათ ვალდებულება ატარონ პირბადე.

რობერტ კოხის ინსტიტუტის ბოლო მონაცემებით, გერმანიაში სრულად ვაქცინირებულია 7.6 მილიონამდე ადამიანი, რაც 9.1 %-ს შეადგენს. ვაქცინის პირველი დოზით აცრილია დაახლოებით 27 მილიონი ადამიანი, რაც 32.3 %-ია.

ინფორმაციისათვის, მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა საერთო რაოდენობა 158 მლნ-ს აჭარბებს.

ამავე მონაცემების თანახმად, მსოფლიოში კოვიდ 19-სგან გამოჯანმრთელებულ ადამიანთა რაოდენობა 135 მლნ-ს აჭარბებს, ხოლო გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 3 მლნ-ს აღემატება (3,297,034).

იხილეთ აგრეთვე:

✅გერმანიის ბუნდესტაგმა სრულად ვაქცინირებული პირებისათვის შეზღუდვების შემსუბუქებას მხარი დაუჭირა