მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იაპონიაში ფრინველის გრიპის ეპიდაფეთქებაა

ფრინველის გრიპი

იაპონიის რეგიონებში ფრინველის გრიპი აღმოაჩინეს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

დაავადების ძირითადი კერაა ჰიოგოს პრეფექტურის ქალაქ ავაძიშა. გამოცემის ცნობით, ხდება ამ ტერიტორიის დეზინფექცია.

„ვირუსის გავრცელების გამო 140 000-ზე მეტი ქათმის მოკვლას აპირებენ“, - აღნიშნულია გამოცემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პრესკონფერენციაზე ჰიოგოს პრეფექტურის გუბერნატორმა განაცხადა: „მაშინაც კი, თუ ქათამს მიირთმევთ, ის არ დაგაინფიცირებთ, ჩვენ ყველა ზომას მივიღებთ, რომ არ გავრცელდეს ვირუსი“.

აგრეთვე გამოცემის ცნობით, ფრინველის გრიპი დაფიქსირდა კაგავისა და ფუკუოკის პრეფექტურებში, რის გამოც დაახლოებით 1,2 მილიონი ქათამი მოკლეს.