მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ილჰამ ალიევი - „აგრესორის იარაღით მომარაგება, არღვევს სამშვიდობო მოლაპარაკებებს“

აზერბაიჯანის პრეზიდენტი

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის თქმით, ბაქო სომხეთისთვის შეიარაღების მიწოდების გამო სერიოზულად არის შეშფოთებული, - ეს განცხადება ილჰამ ალიევმა გაეროს გენერალური ასამბლეის 75-ე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას დებატების დროს გააკეთა.

„ჩვენ სერიოზულად ვართ შეშფოთებულები სომხეთში შეიარაღების მიწოდების ზრდით, განსაკუთრებით სომხეთის მიერ თოვუზის მიმართულებით განხორციელებული პროვოკაციის შემდეგ, - აღნიშნა ალიევმა.

მისივე თქმით, აზერბაიჯანი ვარაუდობს, რომ სომხეთს იარაღს უფასოდ აწვდიან.

„აგრესორის იარაღით მომარაგება, რომელმაც ეთნიკური წმენდა ჩაიდინა, მნიშვნელოვნად არღვევს სამშვიდობო მოლაპარაკებებს და ხელს უწყობს ოკუპანტი სახელმწიფოს ახალი სამხედრო პროვოკაციების წამოწყებას. ამ კონტექსტში, ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას, თავი შეიკავონ სომხეთისთვის იარაღის მოწოდებისგან ”, - აღნიშნა ქვეყნის პირველმა პირმა.

ინფორმაციისთვის, მან ქვეყნებს მოუწოდა, სომხეთისთვის იარაღის მიწოდებისგან თავი შეიკავონ. სახელმწიფო საზღვარზე კი აქტიური სამხედრო შეტაკებები 16 ივლისს შეწყდა.