უცხოეთი

ილონ მასკის რაკეტა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში იარაღს 60 წუთში ჩაიტანს

მასკის რაკეტა სამხედრო ტვირტებს 1 საათში ჩაიტანს
16:51 13.10
დაკოპირებულია

ამერიკელი ბიზნესმენი, კორპორაცია SpaceX-ის ხელმძღვანელი ილონ მასკი ახალ ამბიციურ პროექტს იწყებს. აშშ-ის თავდაცვის სამინისტროსთან ერთად მასკი სპეციალური რაკეტის შექმნას გეგმავს, რომლის მეშვეობით მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში 60 წუთში სამხედრო ტვირთის ჩატანა იქნება შესაძლებელი.

მასკმა შესაბამისი კონტრაქტი პენტაგონთან უკვე გააფორმა. კონტრაქტის დეტალები მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ილონ მასკმა აშშ-ის თავდაცვის სამინისტროსთან 149 მილიონი დოლარის ღირებულების კონტრაქტს მოაწერა ხელი. მასკმა ორბიტაზე ჯაშუში თანამზგავრები უნდა გაიყვანოს, რომლებიც ბალისტიკური რაკეტების გაშვებას უთვალთვალებს.

„სატრანსპორტი თვითმფრინავის С-17-ის მეშვეობით დაახლოებით 80 ტონა ტვირთის გადატანაა შესაძლებელი. მასკის რაკეტა იგივე წონის ტვირთს გადაიტანს. ოღონდ, თუ თვითმფრინავი საათში 590 მილის სიჩქარით დაფრინავს, რაკეტა საათში 7 500 მილს განავითარებს" - განაცხადა ვიდეოკონფერენციის დროს აშშ-ის სატრანსპორტო მეთაურობის სარდალმა, გენერალმა სტივენ ლაიონსმა.

ცნობისთვის, ილონ მასკის SpaceX-ის მიერ დედამიწის ორბიტაზე ოთხი ასტრონავტის გაგზავნა ნოემბრის შუა რიცხვებისთვის გადაიდო. ამის მიზეზად დამატებითი ტესტირების აუცილებლობა სახელდება. პირველად მასკის რაკეტით ასტრონავტები კოსმოსში მიმდინარე წლის 30 მაისს გაფრინდნენ.

ინფორმაციას republicworld ავრცელებს.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
„ეს სახლი არის ჩემი პირადი საკუთრება. შაბათს, „ტვ პირველმა" თქვა, რომ გია ვოლსკისია. არა!“- ამ სიტყვ...
13:25
ზუგდიდში, სამხარეო პოლიციის შენობაში შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური მოადგილესთან ერთად ი...
13:06
დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის მძიმეა. ამის შესახებ დეკანოზის ადვოკატმა გიორგი ფ...
12:45
აზერბაიჯანი აგრძელებს მშვიდობიანი დასახლებების დაბომბვას. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მხარე ავრ...
12:27
საავადმყოფოს დერეფანი კოვიდინფიცირებულებიდან 429 პაციენტი მძიმე მდგ...
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის ბერდია სიჭინავას...
11:58
ალიევი: ბევრჯერ მითქვამს და ვიმეორებ, მზ...
„ეს ბევრჯერ მითქვამს. დღეს ჩვენ მზად ვართ შევთანხმდეთ ცეცხლის შეწყვეტაზე“, - ამი...
გოგი მეშველიანი: ჩვენი გუნდი ინტენსიურად...
„ქართული ოცნების“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარობის კანდი...
09:55
როგორია პანდემიის უახლესი გლობალური სტატ...
Worldometers-ის განახლებული მონაცემების მიხედვით, მსოფლიო მასშტაბით კოვიდინფიცირ...