მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ილონ მასკმა მაიმუნს ტვინში ჩიპი ჩაუნერგა

მასკმა მაიმუნს ჩიპი ჩაუნერგა

ამერიკელი მილიარდერის, ილონ მასკის კომპანიამ  Neuralink-მა მაიმუნს ტვინში ჩიპი ჩაუყენა. ამის შესახებ Bloomberg იუწყება. 

ამის შესახებ მასკმა სოციალურ ქსელ Clubhouse-ში დაწერა, რომელიც ონლაინ-კონფერენციებისთვის არის შექმნილი.

მასკმა დაწერა, რომ ჩიპის დახმარებით მაიმუნს კომპიუტერული თამაშებით გართობა შეუძლია. „მომავალში ჩვენ ვგეგმავთ მაიმუნებისთვის ისეთი ჩიპების ჩაყენებას, რომ მათ პინგ-პონგის თამაში შეძლონ“ - წერს მასკი. ის ამბობს, რომ ჩიპი ცხოველისთვის სრულიად უვნებელია.

მასკი ამბობს, რომ მსგავსი ტექნოლოგიები მომავალში ადამიანს თავის და ზურგის ტვინის ტრავმის შემდეგ დაკარგული ფუნქციების აღდგენაში დაეხმარება.