კომპანია „ტესლას“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა „მაიკროსოფტის“ დამფუძნებელ ბილ გეითსს გადაუსწრო და მსოფლიოში მეორე ყველაზე მდიდარი ადამიანი გახდა. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ იუწყება.
გამოცემის ცნობით, ილონ მასკი მსოფლიოს მეორე უმდიდრესი ადამიანია ამაზონის მფლობელის, ჯეფ ბეზოსის შემდეგ.
მასკის ქონება ერთ დღეში 7,2 მილიარდით გაიზარდა და 127,9 მილიარდი დოლარი შეადგინა. წლის დასაწყისიდან კი მეწარმის შემოსავალი 100.3 მილიარდი დოლარით გაიზარდა.
ცნობისთვის, ბილ გეითსის ქონება ბლუმბერგმა $ 127,7 მილიარდ დოლარად შეაფასა. როგორც dpa– მ აღნიშნა, ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად მაღალი იქნებოდა, გეითსი დიდ თანხას ქველმოქმედებაში რომ არ ხარჯავდეს. მილიარდერების ლიდერის ჯეფ ბეზოსის ქონება კი 182 მილიარდი დოლარია.
დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულებს ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ბრალს დღეს დაუზუსტებენ.
რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის კორუფციასთან ბრძოლის ფონდმა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სასახლეზე საგამოძიებო ფილმი გადაიღო. ფილმი გელენჯიკში, სოჭის მახლობლად პუტინის სასახლეს ეხება. ამის შესახებ dw.com იუწყება.
დღეს, 20 იანვარს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრება.
ცნობილია, რომ ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები ევროკავშირისა და ნატო-ს ხელმძღვანელ პირებთან.
Efma და მასტერქარდი 2021 წელს, პირველად გამოავლენენ წლის საუკეთესო SME ბანკს და საუკეთესო SME ბანკირს. დაჯილდოებაში Efma-მ თიბისი და თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკა ქურდიანი წარადგინა. ინფორმაციას თიბისი ბანკი ავრცელებს.
სინოპტიკოსების პროგნოზით, დღეს, 20 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი კლება.
მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 96 მლნ-ს აჭარბებს. განახლებულ მონაცემებს worldometer-ი აქვეყნებს.
„ჩემი დაშანტაჟება შეუძლებელია, რადგან ბევრჯერ ძალიან სარისკო და პრინციპული გადაწყვეტილება მიმიღია, აბსოლუტურად დამოუკიდებელი და ვერავინ ვერ შეწინააღმდეგებია ამას. უბრალოდ ყველას ვთხოვ, შევეშვათ ამ სიბინძურეზე საუბარს, რადგან არასწორია მორალურადაც. ამბების შეთხზვა პოლიტიკა არაა“, - ასე პასუხობს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ალეკო ელისაშვილის განცხადებას, რომ მას შესაძლოა აშანტაჟებენ.
ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ არ გამორიცხავს „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარეზე გიორგი ვაშაძეზე შანტაჟი ხორციელდებოდეს, რის გამოც იგი პარტია „მოქალაქეებისა“ და „გირჩის“ პოზიციას არ იზიარებს.
PIA.GE გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 19 იანვარს გადაღებულ მნიშვნელოვან ფოტოებს.