მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ინდოეთში სატვირთო მანქანამ ტროტუარზე მძინარე მუშებს გადაუარა - არის მსხვერპლი

ინდოეთში სატვირთო მანქანამ ტროტუარზე მძინარე მუშებს გადაუარა, რომელსაც 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ინდოეთში, შტატ გუჯარატში სატვირთო მანქანამ ტროტუარზე მძინარე მუშებს გადაუარა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

 

გამოცემის ცნობით, ინციდენტს 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 6 კი მძიმედ დაშავდა.

მათივე თქმით, უბედური შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც სატვირთო მანქანა ტრაქტორს შეეჯახა და მძღოლმა კონტროლი დაკარგა.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

ინფორმაციისთვის, დაშავებულები ადგილობრივ საავადმყოფოში მკურნალობენ.