ინდოეთის ვაქცინების წარმოების ცენტრში მომხდარი ხანძრის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ Aljazeera იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ხანძარი მშენებარე შენობაში გაჩნდა. ადგილზე მისულმა მაშველებმა 5 გარდაცვლილის ცხედარი აღმოაჩინეს.
ხანძარი მიზეზები უცნობია. ამ ქარხანაში ამერიკული კომპანიის Novavax Inc-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის წარმოება იგეგმებოდა.
რამდენიმე დღის წინ ინდოეთის ხელისუფლებამ ქვეყნის ტერიტორიაზე Covishield და Covaxin პრეპარატები დაარეგისტრირა, რომლითაც Covid 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩატარდება. ინდოეთში მოსახლეობის მასიური ვაქცინაცია დაიწყო. ქვეყანაში 2021 წლის ივლისისთვის 300 მლნ-ზე მეტი ადამიანის აცრა იგეგმება კორონავირუსის წინააღმდეგ.
ინდოეთში წარმოებული ვაქცინის აზიის და აფრიკის ქვეყნებში ექსპორტიც განხორციელდება.
ასევე წაიკითხეთ: