მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ინდონეზიაში დაკარგული თვითმფრინავის ნამსხვრევები მაშველებმა ზღვაში აღმოაჩინეს

ავიაკატასტროფა ინდონეზიაში

მაშველებმა ინდონეზიაში დღეს დაკარგული თვითმფრინავის ნამსხვრევები ზღვაში აღმოაჩინეს. თვითმფრინავი Boeing 737-500 ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტის აეროპორტიდან აფრენიდან რამდენიმე წუთში  რადარებიდან გაქრა. მის ბორტზე 50 ადამიანი იმყოფებოდა. 

BBC-ს ცნობით, ლაინერი ავიაკომპანია Sriwijaya Air-ს ეკუთვნოდა. წინასწარი ინფორმაციით, ავიალაინერი ქალაქ პონტიანაკში მიფრინავდა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბოლო კონტაქტის დროს ავიალაინერი 3000 მეტრის სიმაღლეზე იმყოფებოდა. ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი, სავარაუდოდ, დაიღუპა.

იხილეთ აგრეთვე:

💱 ინდონეზიაში ავიალაინერი აფრენის შემდეგ რადარებიდან გაქრა

💱 ინდოეთის სამშობიაროში ხანძრის შედეგად ათი ახალშობილი დაიღუპა