მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ინდონეზიაში კვლევებმა Sinovac-ის მაღალი ეფექტიანობა აჩვენა

სინოვაკის ეფექტიანობა

ინდონეზიაში მეცნიერებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, Sinovac Biotech-ის მაღალი ეფექტიანობა აჩვენა. ამის შესახებ straitstimes.com იუწყება.

კვლევებში 25 374 სამედიცინო მუშაკი მონაწილეობდა. ცდების შედეგად დადგინდა, რომ ერთი აცრიდან 7 დღის შემდეგ ვაქცინამ 96%-იანი ეფექტიანობა აჩვენა.

კონკრეტულად რომელ შტამს ამარცხებს Sinovac-ის ვაქცინა, ჯერჯერობით უცნობია.

Sinovac Biotech-ის ეფექტიანობა ბრაზილიელმა მეცნიერებმაც დაადასტურეს.

Sinovac-ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ ჯერ არა აქვთ ინფორმაცია, შეუძლია თუ არა ამ ვაქცინას, რომელიც ინაქტივირებული ვირუსის მეთოდით არის დამზადებული, ინფექციის გადაცემის შეფერხება. ამასთანავე უკვე დადგენილია, რომ ვაქცინირებულ ადამიანებს დაავადება უფრო მარტივი ფორმით გადააქვთ, ხოლო ლეტალური შედეგის დადგომა ინფიცირების დროს პრაქტიკულად ნულის ტოლია.