მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირანი უკრაინული ბოინგის ჩამოგდებისთვის კომპენსაციის გადახდას დათანხმდა

ირანში ჩამოგდებული უკრაინული თვითმფრინავი

ირანი უკრაინული ბოინგის კატასტროფაში დაღუპულთა ოჯახებისთვის კონპენსაციის გადახდას დათანხმდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

„თეირანი თანახმაა, კომპენსაცია გადაიხადოს 2020 წლის დასაწყისში უკრაინულ სამგზავრო თვითმფრინავთან დაკავშირებით“,- განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერმა აბას მუსავმა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინასა და ირანულ დელეგაციას შორის აღნიშნულ საკითხზე კიევში მოლაპარაკებები მიმდინარეობდა.

„ირანი თანახმაა, რომ თვითმფრინავის კატასტროფისთვის კომპენსაცია უნდა გადაიხადოს, მაგრამ ამ საკითხის განხორციელებას დრო დასჭირდება და ტექნიკური და სამართლებრივი თვალსაზრისით განსხვავებული ასპექტები აქვს“,- აღნიშნულია საინფორმაციო სააგენტო IRNA-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უკრაინული ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავი 2020 წლის 8 იანვარს ირანულმა რაკეტამ ჩამოაგდო. ირანის განცხადებით, ეს ადამიანურმა შეცდომამ გამოიწვია. შემთხვევეის შედეგად ბორტზე მყოფი 180-მდე ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 11 უკრაინის მოქალაქე იყო.