მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირანში თვითმფრინავის გატაცების მცდელობა აღკვეთეს

ირანში თვითმფრინავის გატაცების მცდელობა

ირანში სამგზავრო თვითმფრინავის გატაცების მცდელობა აღკვეთეს. მომხდართან დაკავშირებით ერთი ადამიანია დაკავებული.ინფორმაციას Aljazeera ავრცელებს. 

ავიაკომპანია Iran Air-ის თვითმფრინავი Fokker 100 ქალაქ ახვაზიდან მეშხედში მიფრინავდა. სწორედ ამ დროს ერთ-ერთმა მგზავრმა მისი გატაცება სცადა. მას თვითმფრინავით „სპარსეთის ყურის სამხრეთ სანაპიროს ერთ-ერთ ქვეყანაში" სურდა გაქცევა.

Iran Air--ის თვითმფრინავი ქალაქ ისფაჰანში დაჯდა. გამტაცებელი დააკავეს. იყო თუ არა ის შეიარაღებული, უცნობია. ირანის შიდა რეისებზე ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის წარმომადგენლები დაფრინავენ, რომლებიც მათ უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ. ეს წესი 1980 წლის შემდეგ მოქმედებს, როდესაც ირანში რამდენიმე სამგზავრო ავიალაინერის გატაცება მოხდა. ბოლოს ირანში თვითმფრინავის გატაცების მცდელობა 2000 წელს მოხდა.

იხილეთ აგრეთვე:

🔴 პოლონეთში უკრაინული ავტობუსის ავარიას მსხვერპლი მოჰყვა

🔴 რომის პაპმა ერაყში კონფესიების თანასწორუფლებიანობის აუცილებლობაზე ისაუბრა