მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ისლამურმა სახელმწიფომ“ საუდის არაბეთში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა აიღო

ისლამური სახელმწიფო პასუხისმგებლობას იღებს

ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ისლამურმა სახელმწიფომ“ 11 ნოემბერს საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა აიღო. ამის შესახებ გამოცემა military.com იუწყება.

დაჯგუფების განცხადებაში აღნიშნულია, რომ მათ თავდასხმა „ჯვაროსნების შეკრებაზე“ განახორციელეს. ასე უწოდებენ ტერორისტები თავის მტრებს ქრისტიანული ქვეყნებიდან.

აფეთქება 11 ნოემბერს ქალაქ ჯიდას სასაფლაოზე მოხდა, სადაც პირველი მსოფლიო ომის დასრულების წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიება მიმდინარეობდა. მასში ევროპული ქვეყნების დიპლომატები მონაწილეობდნენ. ტერაქტის შედეგად ორი ადამიანი დაიჭრა, მათ შორის ერთ-ერთი ბერძენი დიპლომატია.