მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ისრაელის სამხედრო ავიაციამ ღაზის სექტორში სამიზნეები დაბომბა

ატომური ბომბის აფეთქება

ისრაელის სამხედრო ავიაციამ ღაზის სექტორში სამიზნეები დაბომბა, - ამის შესახენ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ისრაელის საჰაერო ძალების სამიზნე ორი ობიექტი, მათ შორის რადიკალური მოძრაობა „ჰამასის“ სამხედრო დაჯგუფების მიერ კონტროლირებული საწვრთნელი ცენტრი გახდა. ისრაელის სამხედროების განცხადებით, 10 ავია დარტყმა განხორციელდა.

ისრაელის სამხედრო ავიაციამ ოპერაცია მას შემდეგ ჩაატარა, რაც არაბული ანკლავიდან ისრაელის ქალაქ აშდოდის მიმართულებით ორი რაკეტა ისროლეს. დაბომბვის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

ინფორმაციისთვის, ღაზის სექტორიდან რაკეტების გაშვება ისრაელსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, აგრეთვე ისრაელსა და ბაჰრეინს შორის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებისას მოხდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისრაელის სამხრეთით დასახლებულ პუნქტებში განგაშის სიგნალები ისევ ჩაირთო, რაც ღაზის სექტორიდან რაკეტების გაშვების დროს ხდება.