უცხოეთი

ისრაელში კორონავირუსის მეორე ტალღა აგორდა

ისრაელში კორონავირუსის მეორე ტალღა აგორდა
23:37 23.06
დაკოპირებულია

ისრაელში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატების გამო ქვეყნის ცალკეულ ქალაქებსა და რაიონებში კვლავ საკარანტინო რეჟიმი ამოქმედდა. ქვეყანაში დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ-19-ის 459 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 22 აპრილის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამის შესახებ ინფრომაციას haaretz ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, დაავადების მეორე ტალღა ქვეყანაში სკოლების, დაწესებულებების, რესტორნების, ბარებისა და ტურისტული ღირშესანიშნაობების გახსნის შემდეგ შეინიშნება. ისრაელის მთავრობამ, კორონავირუსის ინფექციის მატების შემდეგ 24 ივნისიდან გარკვეული შეზღუდვები კვლავ დააწესა, რომლებიც 1 კვირა გაგრძელდება.

ისრაელში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 21 ათასს აჭარბებს, ხოლო გარდაცვლილია 300-ზე მეტი პაციენტი. Covid-19-თან დაკავშირებით შეზღუდვები ისრაელში მარტის დასაწყისში დაწესდა და მაისის შუა რიცხვებამდე გაგრძელდა.

მანამდე, 18 ივნისს საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ისრაელის ტურიზმის მინისტრთან ასაფ ზამირთან ონლაინ შეხვედრა გამართა. მინისტრებმა ისრაელში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება და ის პერსპექტივები განიხილეს, რომლებიც ორ ქვეყანას შორის ტურისტული მიმოსვლის აღდგენის მიმართულებით ისრაელში პანდემიის მეორე ტალღის აგორებამდე არსებობდა. შეხვედრაზე ეკონომიკის მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ისრაელი სწრაფად გადალახავდა ეპიდემიოლოგიური აფეთქების ტალღას და ივლისის ბოლოს ტურისტული მიმოსვლის აღდგენა შესაძლებელი გახდებოდა.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
„აგროდაზღვევა ჩვენი ხელისუფლების მიერ დაწყებული, ერთ-ერთი წარმატებული პროგრამაა, რომელიც კერძო სადაზ...
21:08
ფერმერთა და აგრომეწარმეთა ცოდნა და ინფორმირება მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რასაც მომავალი 4 წლის გან...
21:05
„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგობრივი მხარდაჭერა ჩვენი მხრიდან იყო მრავალწლოვანი კულტურების ხელშეწყობა,...
20:59
„ჩვენ ერთად ვიზრუნებთ იმაზე, რომ ჩვენი ღირსეული წვლილი შევიტანოთ იმ ღირსეულ საქმეში, რაც ნიშნავს 202...
20:56
სოფლის მეურნეობა ლევან დავითაშვილი: სახელმწიფო ქართული ღვინის...
„ქართული ღვინის მარკეტინგული მხარდაჭერისთვის 2021-2024 წლებში სახელმწიფო 46 მლნ ლარს გამოყოფს“,- ამი...
ერთ-ერთი მძევალი თავდამსხმელზე: თვითონაც...
ზუგდიდში „საქართველოს ბანკში“ მომხდარი ძარცვისას აყვანილი ერთ-ერთი მძევალი, ლაშა...
ლიბერთი #გულით და Lingwing-ის ერთობლივი...
ლიბერთი ბანკსა და უცხო ენების სწავლების კომპანია Lingwing შორის ურთიერთთანამშრომ...
გომელაური: გამოძიება დაადგენს მძევლებს შ...
შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, გამოძიება დაადგენს, ჰყ...