მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ისრაელში რელიგიურ ფესტივალზე მომხდარ ჭყლეტას 40-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

ისრაელი

ისრაელში რელიგიურ ფესტივალზე მომხდარ ჭყლეტას, სულ მცირე, 44 ადამიანი ემსხვერპლა, 100-ზე მეტი კი დაშავდა - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

შემთხვევა მერონის მთაზე მოხდა, სადაც ლაგ ბა-ომერის ფესტივალი იმართებოდა. შეზღუდვების მიუხედავად, იქ ათობით ათასი ადამიანი შეიკრიბა.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ უბედური შემთხვევა ნაგებობის ჩამონგრევას მოჰყვა, თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ჭყლეტა მოხდა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მომხდარს „მძიმე კატასტროფა“ უწოდა და გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

ათიათასობით მართლმადიდებელი ებრაელი ყოველწლიურად მერონში იკრიბება. ისინი კოცონს ანთებენ და რელიგიურ დღესასწაულს ცეკვით აღნიშნავენ.