მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იტალიაში კორონავირუსის 2 257 ახალი შემთხვევა დადასტურდა

პირბადიანი მოქალაქეები

ბოლო 24 საათის მონაცემებით იტალიაში კორონავირუსის 2 257 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას worldometers ავრცელებს.

არსებული ინფორმაციის მიხედვით, ასევე ბოლო 24 საათის მანძილზე იტალიაში კორონავირუსით 16 ადამიანი გარდაიცვალა.

ამჟამად ქვეყანაში ინფიცირების 330 263 შემთხვევა ფიქსირდება, აქედან 234 099 პაციენტი განიკურნა, 36 030 კი გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, კორონავირუსი პანდემიად მიმდინარე წლის 11 მარტს გამოცხადდა.