მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იულია ტიმოშენკო კორონავირუსით ინფიცირდა

უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია „ბატკივშინას“ თავმჯდომარე - იულია ტიმოშენკო.

პარტია „ბატკივშინას“ ლიდერს, უკრაინის ყოფილ პრემიერ-მინისტრს იულია ტიმოშენკოს კორონავირუსი დაუდასტრუდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, იულია ტიმოშენკოსთან ერთად ინფიცირებულები არიან მისი ოჯახის წევრები: შვილი - ევგენია ტიმოშენკო და იულიას სიძე - არტურ ჩეჩიოტკინი. ჯერჯერობით უცნობია, სად და როდის ინფიცირდნენ ტიმოშენკო და მისი ოჯახის წევრები. უცნობია, აგრეთვე, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობაც.

ტიმოშენკოს პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა მარინა სოროკამ იულიას დიაგნოზი დაადასტურა.

„დიახ, სამწუხაროდ, ეს სიმართლეა. ტესტმა დაადასტურა, რომ იულია ტიმოშენკოს Covid-19 აქვს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. სიცხე 39 გრადუსამდე აღენიშნება“, - განაცხადა სოროკამ.

23 აგვისტოს მდგომარეობით, უკრაინაში, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1987 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ახალი შემთხვევების უმეტესობა კიევში დაფიქსირდა.