მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჯანმო-ს ექსპერტთა ჯგუფი უჰანის იმ ბაზარში მივიდა, საიდანაც, სავარაუდოდ, კორონავირუსი გავრცელდა

ჯანმოს ექსპერტები უჰანის ბაზარში

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფი, ჩინეთის ქალაქ უჰანში იმ ბაზრობაზე მივიდა, საიდანაც, სავარაუდოდ, კორონავირუსი გავრცელდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ზღვის პროდუქტების ბაზარში ექსპერტთა ჯგუფის ვიზიტის დროს უსაფრთხოების ზომები გამკაცრებული იყო.

ჯანმო-ს განცხადებით, ექსპერტთა ჯგუფი უკვე იმყოფებოდა საავადმყოფოებში და სხვადასხვა ბაზრობებზე. ორგანიზაციის ცნობით, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ექსპერტები მხოლოდ ჩინელი მასპინძლების მიერ ორგანიზებული ვიზიტებით შემოიფარგლებიან და მათ მოსახლეობასთან კავშირი არ ექნებათ.

👉 ინფორმაციისთვის, უჰანის ზღვის პროდუქტების ბაზარი 2019 წლის 31 დეკემბერს, კორონავირუსით ინფიცირების რამდენიმე შემთხვევის აღმოჩენის შემდეგ დაიხურა.

👉 ვირუსის დადასტურებიდან 3 თვეში ჩინეთის ხელისუფლებამ აღიარა, რომ COVID-19 გადამდებია.

👉 ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.