მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჯანმოს ხელმძღვანელი ტრამპს პასუხობს

ტედროს ადამოს გებრეიესუსი ტრამპის მიერ ჯანმოსთვის დაფინანსების შეწყვეტაზე ტრამპს პასუხობს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) გენერალური დირექტორი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის თანახმად, ტრამპმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას დაფინანსება შეაჩერა.

გებრეიესუსის განმარტებით, მისი ორგანიზაცია კონცენტრირებულია კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაზე:

„დროს ვერ დავკარგავთ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კონცენტრირებულია, თუ როგორ დაეხმაროს ხალხს სიცოცხლის გადარჩენაში და როგორ შეაჩეროს პანდემია Covid-19“, - ამის შესახებ გებრეიესუსმა ტრამპის მიერ განკარგულების გაცემიდან რამდენიმე საათში ტვიტერზე დაწერა.

დონალდ ტრამპმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაფინანსების შეჩერების თაობაზე განკარგულება გასცა. ტრამპის განცხადებით, განკარგულება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ამერიკის შენატანების შეჩერების შესახებ იმის გამო გასცა, რომ მისი აზრით, ის ვერ გაუმკლავდა კორონავირუსის პანდემიას.