მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჯო ბაიდენი ჯანდაცვის მინისტრის მრჩევლის პოსტზე ტრანსგენდერ პედიატრს წარადგენს

ტრანსგენდერი პედიატრი ამერიკაში

აშშ-ის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ჯანდაცვის მინისტრის მრჩევლის პოსტზე პენსილვანიის მთავარ ექიმს, ტრანსგენდერ რეიჩელ ლევინს წარადგენს. ამის შესახებ Washington Post იტყობინება. 

შესაბამისად, რეიჩელ ლევინი, პირველი ოფიციალურად აღიარებული ტრანსგენდერი სახელმწიფო მოხელე გახდება, რომელსაც აშშ-ის სენატი დაამტკიცებს.

„დოქტორი რეიჩელ ლევინი ხელმძღვანელობის უნარითა და საჭირო ცოდნით, დაეხმარება ხალხს პანდემიის დაძლევაში, განურჩევლად მათი საფოსტო კოდის, რასის, რელიგიის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და დააკმაყოფილებს ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანდაცვის საჭიროებებს ამ კრიტიკულ სიტუაციაში და მის მიღმა“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

რეიჩელ ლევინი დიდი პოპულარობით სარგებლობს ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის დროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის რეაგირების საკითხში, მის გენდერულ იდენტობაზე არაერთი შეტევის მიუხედავად.