მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჯო ბაიდენმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა

ჯო ბაიდენი - საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში - Pia.ge

აშშ-ში 3 ნოემბერს გამართულ არჩევნებში „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატმა ჯო ბაიდენმა მოიგო. მან საარჩევნო წარმომადგენლის 273 ხმა მიიღო, რაც არჩევნებში გამარჯვებისთვის საკმარისია.

არჩევნებში გამარჯვებისთვის კანდიდატს 538 წარმომადგენლის ხმიდან 270-ის მიღება სჭირდებოდა.

რაც შეეხება „რესპუბლიკური პარტიის“ კანდიდატს დონალდ ტრამპს, მან 214 საარჩევნო წარმომადგენლის ხმა მიიღო.

არჩევნებამდე ჩატარებული სოციოლოგიური კვლევების მიხედვით, „დემოკრატიული პარტიის" კანდიდატი ჯო ბაიდენი ლიდერობდა.

აშშ-ში ძალზე რთული საარჩევნო სისტემაა. ფაქტობრივად, ყოველი შტატის ამომრჩეველი ხმას პირდაპირ პრეზიდენტს კი არა, არამედ საარჩევნო წარმომადგენელს აძლევს, რომელიც შემდეგ უკვე პრეზიდენტს ირჩევს. შესაბამისად, თითოეულ შტატში მინიმალური უპირატესობით მოგების შემთხვევაშიც კი კანდიდატი იმ შტატის ყველა ხმას იღებს.

ცნობისთვის, აშშ-ის კონსტიტუციის მიხედვით, ქვეყნის პრეზიდენტად შეიძლება იყოს არჩეული პირი, რომელიც შეერთებულ შტატებში დაიბადა, არის 35 წლის და ამერიკის ტერიტორიაზე საერთო ჯამში 15 წლის განმავლობაში ცხოვრობდა.