მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

Johnson & Johnson ვაქცინის ტესტირების მესამე ეტაპზე გადადის

Johnson & Johnson -ის ვაქცინის ტესტირება

კომპანია  Johnson & Johnson 16 ნოემბრიდან დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ვაქცინის ტესტირების მესამე ეტაპზე გადადის.  ამ ეტაპის კლინიკურ ექსპერიმენტებში 6 ათასამდე მოხალისე მიიღებს მონაწილეობას. შემდეგ ეს კვლევები 5 ქვეყანაში ჩატარდება და მასში უკვე 30 ათასი ადამიანი მიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ jnj.com  იუწყება.

მესამე ეტაპზე ვაქცინის შემქმენელებმა მისი ეფექტიანობა და უსაფრთხოება უნდა შეამოწმონ.

ოქტომბერში Johnson & Johnson-მა ვაქცინაზე მუშაობა შეაჩერა, რადგანაც კვლევების ერთ-ერთ მონაწილეს „დაუდგენელი დაავადება“ დაუდგინდა. კომპანიაში მაშინ განაცხადეს, რომ ეს ნებისმიერი კვლევის შემადგენელი ნაწილია.

კვლევების წარმატებით დასრულების და ვაქცინის რეგისტრაციის შემთხვევაში Johnson & Johnson წელიწადში 1 მილიარდ ვაქცინას გამოუშვებს.

ეს უკვე მესამე ვაქცინაა, რომლის კვლევები დიდ ბრიტანეთში მიმდინარეობს. ამჟამად მიმდინარეობს ვაქცინების ტესტირება, რომლებიც ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა კომპანია AstraZeneca-თან ერთად შექმნეს, ასევე კომპანია Novavax-ს ვაქცინის კვლევები ტარდება.