მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქაბულის უნივერსიტეტზე თავდასხმის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა (ვიდეო)

თავდასხმა ქაბულის უნივერსიტეტზე

19 ადამიანი დაიღუპა და 22 დაიჭრა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში უნივერსიტეტზე ტერორისტების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად. ამის შესახებ BBC იუწყება.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, უშიშროების ძალებმა სამი თავდამსხმელი მოკლეს. ორმხრივი სროლა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

შეტევა დაახლოებით იმ დროს მოხდა, როდესაც უნივერსიტეტში ავღანეთის მთავრობის წარმომადგენლები უნდა მისულიყვნენ. ინტერნეტში ვიდეო გავრცელდა, რომელზეც ჩანს თუ როგორ გამორბიან უნივერსიტეტიდან სტედენტები, ისმი სროლის ხმა, ზოგიერთი სტუდენტი კედელზე გადაძვრა, რომ თავდასხმის ადგილიდან გამოქცეულიყო.

რადიკალური მოძრაობა "თალიბანი“ უნივერსიტეტზე თავდასხმასთან კავშირს უარყოფს. „თალიბანის“ გარდა ავღანეთში ტერორისტული დაჯგუფებები „ისლამური სახელმწიფო“ და ალ-ქაიდა მოქმედებენ.