მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქაბულში მომხდარ აფეთქებას ორი პოლიციელი ემსხვერპლა

ტერაქტი ქაბულში

პოლიციის ორი ოფიცერი დაიღუპა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მომხდარი აფეთქების შედეგად. ამის შესახებ სააგენტო „სინჰუა“ იუწყება. მესამე პოლიციელი მძიმედ დაიჭრა.

ამ ინფორმაციის მიხედვით, ტერორისტებმა თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობით პოლიციელების მიკროავტობუსი ააფეთქეს. ამ დროისთვის ტერაქტზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

ავღანეთში რადიკალური მოძრაობა „თალიბანი“ მოქმედებს. მისი წარმომადგენლებსა და მთავრობის წევრებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკება მიმდინარეობს. მიუხედავად ამისა, ქვეყანაში ძალადობა გრძელდება.