მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქაბულში ტერაქტს 15 ადამიანი ემსხვერპლა

ტერაქტი ქაბულში

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მომხდარ ტერაქტს სულ მცირე 15 ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორის ავღანეთის ხელისუფლების წარმომადგენლებიც არიან. ამის შესახებ  voanews.com იუწყება. 

ოფიციალური ინფორმაციით, გზის მახლობლად მაგნიტური ნაღმი იყო დამონტაჟებული. ტერორისტები შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნის, ზია ვადანის მოკვლას გეგმავდნენ, რომელიც ამ დროს მანქანით გადაადგილდებოდა. აფეთქების დროს მისი ორი კოლეგა დაიღუპა.

ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ განიმ ტერაქტი დაგმო და მასზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „თალიბანს“ დააკისრა.

„თალიბანის" მხრიდან ძალადობის ტალღა ნიშნავს, რომ მათ ავღანეთში მშვიდობის დამყარება არ სურთ. დაჯგუფება კვლავ განაგრძობს თავდასხმებს, კლავს უდანაშაულო ადამიანებს და ანადგურებს სამოქალაქო ობიექტებს“ - განაცხადა ავღანეთის პრეზიდენტმა.

„თალიბანი“ ამ ბრალდებებს უარყოფს. ბოლო ტერაქტზე ამ დაჯგუფებას პასუხისმგებლობა არ აუღია.

იხილეთ აგრეთვე:

💣 აფეთქება ქაბულში - არის მსხვერპლი

💣 ავღანეთში „ალ-ქაიდას“ 11 „ბოევიკი“ მოკლეს