მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კალიფორნიაში ნაძვის ხის სანახავად მისული ბავშვი გარდაიცვალა

ავარიის შედეგად ბავშვი გარდაიცვალა

კალიფორნიის ფრესნოში ნაძვის ხის ზოლის სანახავად მისული ბავშვი ავარიის შედეგად გარდაიცვალა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მიკროავტობუსს, რომლითაც ოჯახი ნაძვის ხის ზოლის სანახავად გადაადგილდებოდა მატარებელი შეეჯახა, შედეგად კი მცირეწლოვანი გარდაიცვალა.

პოლიცია, ხელისუფლება შეგნებულად არ ავრცელებს ბავშვის ასაკს და სქესს (ინფორმაციას მის შესახებ).

მათივე ინფორმაციის თანახმად, ოჯახის 3 წევრი საავადმყოფოშია გადაყვანილი გარკვეული დაზიანებებით. მატარებლის 50 მგზავრი შემთხვევის შედეგად უვნებლად გადარჩა.

ცნობისთვის, საუკუნოვანი ნაძვის ხის ზოლის გახსნა ღამით აღინიშნება და როგორც წესი დამსწრე საზოგადოება ფეხით გადაადგილდება. არსებული ეპიდვითარების გამო კი წელს, დამთვალიერებლებს მანქანით მოუხდათ მისი დათვალიერება.