მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ყარაბაღელი სეპარატისტები: 10 სომეხი სამხედრო დაიღუპა

სომხეთ-აზერბაიჯანის ომი

„ყარაბაღში საომარი მოქმედებების შედეგად სომხეთის შეიარაღებული ძალების ათი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა“, - ამის შესახებ ყარაბაღელი სეპარატისტების „უსაფრთხოების საბჭოს“ მდივანმა სამველ ბაბაიანმა დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

ბაბაიანის განცხადებით, დღის ბოლოს შემაჯამებელი მონაცემები გასაჯაროვდება.

ინფორმაციისთვის, სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაძაბულია, კვლავ განახლდა საომარი მოქმედებები. სომხეთმა საომარი მოქმედება გამოაცხადა. თავის მხრივ აზერბაიჯანის ხელისუფლება აცხადებს, რომ სომხეთს პასუხის გარეშე არ დატოვებს.