მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კაცმა, რომელიც დაბადების დღეზე არ დაპატიჟეს, კოლორადოში 6 ადამიანი მოკლა

სროლა კოლორადოში

აშშ-ის კოლორადოს შტატში, კაცმა, რომელიც დაბადების დღეზე არ დაპატიჟეს, 6 ადამიანი მოკლა. ამის შესახებ BBC იუწყება.

28 წლის თეოდოროს მასიასმა თავისი მეგობარი გოგონა და მისი ხუთი ნათესავი პისტოლეტით დახოცა.

პოლიციის ინფორმაციით, ამის შემდეგ თავდამსხმელმა თავი მოიკლა. პოლიციამ შემთხვევის ადგილას პისტოლეტის 17 მასრა აღმოაჩინა. თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე მასიასს შეყვარებულის ოჯახთან კონფლიქტი მოუვიდა.