მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ხორვატიაში მიწისძვრა მოხდა

მიწისძვრა ხორვატიაში

ხორვატიის ცენტრალურ ნაწილში 5.2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მისი ეპიცენტრი ზაგრებიდან 50 კილომეტრში მდებარეობდა. ამის შესახებ Reuters იუწყება. 

ბიძგების მომენტში მოსახლეობამ საცხოვრებელი დატოვა. მიწისქვეშა ბიძგები მთელი ხორვატიის ტერიტორიაზე იგრძნობოდა. დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ხორვატია სეისმურ ზონაში მდებარეობს. რამდენიმე თვის წინ აქ ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რის შედეგად ისტორიული შენობები დაზიანდა.

იხილეთ აგრეთვე:

🔉 თურქეთში მიწისძვრა მოხდა

🔉 საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 52 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა