მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კიევი მოსკოვს ომის შემთხვევაში „კუბოების ნაკადით“ ემუქრება

უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე სერგეი კრივონოსი

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი აგრესიის შემთხვევაში მოსკოვი კუბოების ნაკადს მიიღებს. ამის შესახებ „ობოზრევატელისთვის“ მიცემულ ინტერვიუში უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ სერგეი კრივონოსმა განაცხადა. ინფორმაციას rbc.ru ავრცელებს.

„რუსეთისთვის მენტალურად ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყება პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ ისინი უზარმაზარ დანაკარგს და კუბოების ნაკადს მიიღებენ“ - განაცხადა კრივონოსმა.

უკრაინელი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ დონბასში 6 წლის განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტის დროს უკრაინულმა ჯარმა დიდი საბრძოლო გამოცდილება მიიღო. „უკრაინის ჯარში მოტივირებული სამხედროები მსახურობენ, რომლებსაც დიდი საბრძოლო გამოცდილება აქვთ“ - აცხადებს კრივონოსი.

ცნობისთვის, დონბასში საბრძოლო მოქმედებები პრორუს სეპარატისტებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შორის 2014 წელს დაიწყო. აქტიური საბრძოლო მოქმედებები 2015 წლამდე გრძელდებოდა, თუმცა ლოკალურ შეტაკებებს დღესაც აქვს ადგილი. აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის დროს დაახლოებით 13 ათასი ადამიანი დაიღუპა.