მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კიევში რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობისთვის 2 პირი დააკავეს

რუსი ჯაშუშების დაკავება უკრაინაში

კიევში რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობისა და „სეროზული დანაშაულის“ მომზადების ბრალდებით, რუსეთის ორი მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულები ორგანიზებული დანაშაულს გეგმავდნენ.

„დაკავებულები შეიარაღებული ჯგუფების წევრები იყვნენ, მუშაობდნენ რუსეთის სპეცსამსახურებისთვის და სხვადასხვა ქვეყნებში სამხედრო კონფლიქტებში მონაწილეობდნენ, რისთვისაც მათ სახელმწიფო ჯილდოები აქვთ მინიჭებული”, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.